ევრობასკეტზე მეორე მატჩს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები იტალიის წინააღმდეგ მართავს.
პირველი ტაიმი ახლახან დასრულდა.
თავდაპირველად მატჩი იტალიელების უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ გარკვეული დროის განმავლობაში 10-ქულიანი გაქცევაც კი ჰქონდათ. თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს იტალიელთა ამ უპირატესობის დაძლევა.
შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს 83:69 მოუგეს.