ავტორი:

ოფროუდი, კარავი მდინარის პირას, საკუთარი ხელით გაშლილი სუფრა და ულამაზესი პეიზაჟები - კახა კალაძე წალენჯიხაში ისვენებს და გამომწერებს შთაბეჭდილებებს უზიარებს (ვიდეო)

ოფროუდი, კარავი მდინარის პირას, საკუთარი ხელით გაშლილი სუფრა და ულამაზესი პეიზაჟები - კახა კალაძე წალენჯიხაში ისვენებს და გამომწერებს შთაბეჭდილებებს უზიარებს (ვიდეო)

თბილისის მერი და მერობის კანდიდატი წალენჯიხაში ისვენებს. ულამაზესი პეიზაჟებით მოხიბლული კახა კალაძე გამომწერებს არაფორმალური დასვენების ამსახველ ვიდეოებს უზიარებს.

“გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას,“ - აქვეყნებს კალაძე ვიდეოს სქურის ხეობიდან, სადაც მისი თქმით, “მაგარი ხალხი და მაგარი ბუნებაა.“

“სასწაული ბუნება არის, ძალიან მაგარია ყველაფერი, სილამაზე ნახეთ... ულამაზესია,“ - უზიარებს თავის გამომწერებს შთაბეჭდილებებს თბილისის მერი.

ბუნებით მოხიბლულმა მერობის კანდიდატმა, მდინარის პირას გაშლილ კარავში ორთქლის აბაზანებიც მიიღო და შემდეგ ადრენალინის მოყვარულებისთვის საყვარელი სპორტის სახეობას - ოფროუდს მიაშურა.

კახა კალაძე აქვეყნებს შთამბეჭდავ კადრებს, სადაც ჩანს რომ რამდენიმე მეგობართან ერთად მდინარე სპეციფიკური მაღალი გამავლობის მანქანით გაიარა.

საღამოს კი არც მეტი, არც ნაკლები, სუფრა თავისი ხელით გააწყო. ვიდეოში ჩანს, როგორ მიაქვს თბილისის მერს სუფრაზე კერძი და მასპინძელი სახლში მყოფ სხვა ადამიანებს ეძახის.

იხილეთ ასევე: