ოთხდღიანი სამუშაო კვირა ნიდერლანდებში თითქმის ოფიციალურად დაფუძნდა.
ევროსტატის მონაცემებით, ნიდერლანდებში 20-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანები კვირაში საშუალოდ მხოლოდ 32.1 საათს მუშაობენ თავიანთ ძირითად სამსახურში, ეს კვირაში 4 სამუშაო დღეს შეესაბამება - ეს ყველაზე მოკლე მაჩვენებელია მთელ ევროკავშირში.
„ოთხდღიანი სამუშაო კვირა ძალიან, ძალიან გავრცელებული გახდა. მე ხუთი დღე ვმუშაობ და ზოგჯერ ხუთი დღის მუშაობის გამო მამოწმებენ!“, - აცხადებს ჰოლანდიური ბანკის ING-ის ეკონომისტი ბერტ კოლინი.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ათწლეულების განმავლობაში ნიდერლანდებში ოჯახის მთავარი მარჩენალი მამაკაცი იყო, სანამ ქალები 1980-იან და 1990-იან წლებში ქალებმა ნახევარ განაკვეთზე არ დაიწყეს მუშაობა.
ამან წარმოშვა ე.წ. „ერთნახევარი შემოსავლის მქონე ადამიანის მოდელი“ - ერთი მშობელი სრული განაკვეთით, მეორე კი ნახევარ განაკვეთზე. აღნიშნული სისტემა წახალისებული იყო საგადასახადო შეღავათებით.
ახლა ეს მოდელი მეინსტრიმული გახდა. მამებიც სულ უფრო ხშირად იყენებენ „მამის დღეს“ ბავშვებზე ზრუნვისთვის და პარტნიორებთან შეთავსებით, უფრო მოკლე სამუშაო კვირებს ამჯობინებენ.
შემცირებული სამუშაო საათების გამო, კრიტიკოსები ხშირად ეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებენ, მაგრამ ნიდერლანდების გამოცდილება საპირისპიროს ამტკიცებს. საათების შემცირების მიუხედავად, ნიდერლანდები კვლავ ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად რჩება.
მსგავსი მოდელი დაიტესტა ისლანდიაში - 2500 საჯარო მოსამსახურეს მისცეს შესაძლებლობა კვირის სამუშაო საათები 40-დან 35-მდე შეემცირებინათ. მათ ანაზღაურება არ დააკლდათ. შედეგებმა აჩვენა, რომ გაიზარდა დასაქმებულთა პროდუქტიულობაც და კეთილდღეობაც.
მსგავსი საპილოტე პროგრამების გამოცდილება აქვს ლიეტუვას, გერმანიას და ესპანეთსაც.
2022 წელს ლიეტუვამ საჯარო სექტორის კონკრეტულ სეგმენტში კონკრეტულ სეგმენტში 4 დღიანი სამუშაო პროგრამა აამოქმედა.
თანამშრომლებს, რომლებმაც 3 წლამდე ბავშვები ჰყავთ, უფლება აქვთ ისარგებლონ 32-საათიანი სამუშაო კვირით ხელფასის შემცირების გარეშე. პოლიტიკის მიზანია დასაქმებული მშობლების მხარდაჭერა, სტრესის შემცირება და ოჯახური პასუხისმგებლობების დაბალანსება.