ავტორი:

“გამთენიას მშობიარობას გადაჰყვა, პატარა გოგონა დატოვა...“ - დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გარდაიცვალა: რას ამბობენ ახლობლები ტრაგედიის შესახებ

“გამთენიას მშობიარობას გადაჰყვა, პატარა გოგონა დატოვა...“ - დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი გარდაიცვალა: რას ამბობენ ახლობლები ტრაგედიის შესახებ

ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი მშობიარობას გადაჰყვა.

ტრაგიკულ ამბავს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლები ავრცელებენ. როგორც ისინი წერენ, ნინოს ორი შვილი დარჩა. რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც ჩანს 9 თვის ორსული ქალი თავს კარგად გრძნობდა. მან მშობიარობამდე ერთი დღით ადრე “ფეისბუქზე“ თავად დაწერა, რომ სამშობიაროში წასვლას მოუთმენლად ელოდა.

“ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა... 41 კვირა. გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში,“ - წერდა ნინო ფირცხალაიშვილი 29 აგვისტოს.

  • გარდაცვლილის ახლობელი, ნინო გელდიაშვილი დამატებით დეტალებზე წერს და ახალგაზრდა ქალის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“არა! აღარ შემიძლია! … ჩემი გიორგის ჯგუფელი ნინო ფირცხალაიშვილი, საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი დერმატოლოგ-ვენეროლოგი აღარაა.

სტუდენტობისას ყველა ჯგუფელზე დედასავით ზრუნავდა. დღესასწაულების დროს განსაკუთრებული ზრუნვა ჩემს ‘სულელ’ შვილს, რომელიც ძმასავით უყვარდა, ჭირდებოდა (ვერ იტანდა სასმელს): “მაო, მეტი არ დალიო”, “მაოს ცივი საფენები შუბლზე”…

ნინიკომ არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა სიყვარულით სავსე. გამთენიას მშობიარობას გადაჰყვა; პატარა გოგონა დატოვა... მეორედ გახლეჩილი გულით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის ჯგუფელებს, რომლებმაც ჯერ გიორგის წასვლაც კი ვერ მოინელეს და ახლა ეს საშინელი უბედურება დაატყდათ თავს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ყველა მის ახლობელს და ვუსამძიმრებ საკუთარ თავს.

ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვდებ ჩემო მეგობრებო, რომ ულამაზესი ნინიკოს ულამაზეს სულს ნათელი თქვენ უსურვოთ, ხოლო მის შვილს ყველაფერი საუკეთესო, სასახელო ქალბატონი გაზრდილიყოს!“ - წერს ნინო გელდიაშვილი.

  • ნინო ფირცხალაიშვილს ემშვიდობებიან მისი მშობლიური სკოლა და მასწავლებლები.

“გავქვავდით... გავიყინეთ... დავპატარავდით.... ძალი და უნარი წაგვერთვა რომ რამე გითხრათ ჩვენო ნინიკო! ჩვენო საამაყო! ჩვენო გონიერო და გამორჩეულო გოგოვ! როგორ გვიხაროდა შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა ხელმეორედ უნდა გამხდარიყავი დედა... მაგრამ ვაიიი... ვაი წუთისოფელოო...

შენ თვითონ გვირჩიე, რა ვუთხრათ იური მასწავლებელს? შენს ძამიკოს? რადგან არა აქვს სიტყვა და ახსნა ამ ყველაფერს... იქ დედიკო ჩაგიკრავს გულში მოგეფერება, მუხლებზე დაგსვამს, ტკივილებს დაგიამებს, მაგრამ არ გაუხარდება, ასე ნაადრევად შენი მისვლა.

გვაპატიე ნინიკო შენდა საკადრისად თუ ვერ დავწერეთ და გადმოვეცით სათქმელი. ჩვენო თბილო და ხალისით სავსევ გვეწვის სული. სამყარომ ულამაზესი ქართველი ქალი დაკარგა. არსებობაც გვრცხვენია,“ - წერს ქვიანის საჯარო სკოლა.