ავტორი:

“ნახვამდის საქართველო - ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები“ - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

“ნახვამდის საქართველო - ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები“ - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

“მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები“,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს.

"ნახვამდის საქართველო. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები. გაუმარჯოს!", - წერს გასრი.

ინფორმაციისთვის, შერაზ გასრის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო აგვისტოს დასაწყისში დანიშნა.