ავტორი:

7 ცვლილება, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

7 ცვლილება, რომელიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

საქართველოში, დღეიდან, 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, რიგი მიმართულებებით ცვლილებები ამოქმედდება.

  • რა იცვლება საქართველოში 1-ლი სექტემბრიდან:

უმაღლეს სასწავლებლებში რიგი პროგრამებზე ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება

უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, რიგი პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა“, - აღნიშნულია კანონში.

  • Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს

Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს. ცვლილებები ეხება საქართველოსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქშიც სრულდებოდა... წაიკითხეთ ვრცლად