8 სექტემბერს ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი - A.C. Milan საქართველოში პირველად იწყებს მასშტაბურ საფეხბურთო ბანაკს - Milan Junior Camp-ს. ცნობილი იტალიური გრანდი საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე თანამედროვე სპორტულ კომპლექსში ადგილობრივ მოზარდებს დაუვიწყარ კვირას სთავაზობს. იტალიელი მწვრთნელები თბილისში ვარჯიშებს ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ.
მნიშვნელოვანია პროექტში იტალიის საელჩოს ჩართულობა. იტალიის საელჩო ამ პროექტის თანაორგანიზატორია. სწორედ იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში, რომელიც უკვე მეორე წელია იმართება და ტრადიციად დამკვიდრდა, მოიაზრება Milan Junior Camp-ი.
მონაწილეები ასაკობრივ ჯგუფებად დაიყოფიან (ჯამში, 3 ჯგუფი) და მათ ერთი კვირის განმავლობაში, AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით, საათნახევრიანი ინტენსიური ვარჯიშები ჩაუტარდებათ.
AC Milan Footbal Camp-ზე დასასწრები პაკეტის ღირებულება 800 ლარია (თითოეულ მონაწილეზე). ბილეთების საფასურში შედის: ტრენინგი, მონაწილეებისთვის "მილანის“ ოფიციალური სერტიფიკატისა და მერჩენდაიზის ფორმის (მაისური, შორტი, გეტრები) გადაცემა.
აღსანიშნავია, რომ მშობლებს და დაინტერესებულ პირებს თანხის გადანაწილების საშუალება ექნებათ, რათა ბევრი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს საფეხურთო ბანაკში მონაწილეობა.
საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოში "მილანის“ აკადემიის კოორდინატორი ჩამოდის. შესაბამისად, ქართველი მწვრთნელებისთვის და, ზოგადად, ფეხბურთში დასაქმებული პირებისთვის საინტერესო და ინფორმაციული ხასიათის ვორქშოპი ჩატარდება. ქართველ მწვრთნელებს ვორქშოპზე "მილანის“ აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გააცნობენ და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც ქართულ საფეხბურთო სივრცეში A.C. Milan-ის მეთოდოლოგიის დანერგვას შეუწყობს ხელს.
მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა, ამისთვის უნდა დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს "მილანის“ აკადემიის სოცმედია არხებზე.
Milan Junior Camp-ში მონაწილეობა შეუძლიათ 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. პროექტი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს როგორც პატარა
ფეხბურთელებს, ასევე მათ მშობლებს - საკუთარ შვილებს არ დაუკარგონ A.C. Milan-ის მაისურის მორგების შანსი, ისწავლონ ფეხბურთი უმაღლესი სტანდარტებით, ჩაერთონ გუნდურ, დისციპლინებულ და მხიარულ პროცესში.
კლუბის ავტორობით შედგენილი პროგრამის მიხედვით, ყურადღება ექცევა გუნდურ მუშაობას, პიროვნულ ზრდასა და გართობას. "მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამდენიმე შერჩეულ ადგილას ტარდება. მათი მეშვეობით ყველა მონაწილე ეზიარება უნიკალურ გამოცდილებას, იძენენ ახალ მეგობრებს, ატარებენ სასიამოვნო დროს. ს.კ "მილანის“ მაღალკვალიფიციური მენეჯერებისა და ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ, თამაშობენ ფეხბურთს სრულიად უსაფრთხოდ.
A.C. Milan-ის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში პროექტის დაწყება კლუბისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯია, მსგავსი ინიციატივები მხოლოდ ფეხბურთის სწავლებაზე არ არის ორიენტირებული - არამედ ახალგაზრდა მოთამაშეების სპორტულ და პიროვნულ განვითარებაზე. ეს არის სივრცე, სადაც იტალიური კლუბი საკუთარ ღირებულებებს ახალ თაობას უზიარებს.
საქართველოში პროექტის ორგანიზატორია Sports Corporation LLC, რომლის დამფუძნებლებიც გიორგი ფოფხაძე, ლორენცო ჩიპრიანი, გურამ კაჭახიძე და მალხაზ მუსერიძე არიან. Milan Junior Camp-ის თბილისში ჩატარება მათთვის დიდი პატივია.
როგორც თავად აღნიშნავენ, პროგრამა ელიტარულ საფეხბურთო ტრენინგს და დაუვიწყარ გამოცდილებას აერთიანებს. ბანაკის მონაწილეებს ელით ყოველდღიური ვარჯიშები "მილანის“ ოფიციალური მეთოდოლოგიით; ურთიერთობა საერთაშორისო დონის სპეციალისტებთან და ის ემოციები, რასაც მოზარდს მხოლოდ ფეხბურთი ჩუქნის.
"ამით ჩვენი პროექტი არ დასრულდება, კონტრაქტში გაწერილია, რომ სამომავლოდ "მილანის“ აკადემია შეიქმნება. ეს პირველი ნაბიჯია. ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება წინ“, - აცხადებს გიორგი ფოფხაძე.
ინფორმაციისთვის: ახალი ინიციატივა 2024 წლის ლეგენდების მატჩის წარმატებული გამოსვლის შემდეგ დაიბადა. იგი ასახავს კლუბის სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნისა და იქ მცხოვრები ფეხბურთის მოყვარული საზოგადოებისადმი. პროექტი A.C. Milan-ის განვითარების გლობალური ხედვის ნაწილია. მისი მიზანია ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება, კლუბის ფასეულობებისა და გამოცდილების გაზიარებით.
(R)