ავტორი:

რა არ უნდა მიირთვათ ორსულობის დროს? -  ნატა გოგუას რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ ორსულობის დროს? -  ნატა გოგუას რჩევები

ჯანსაღი კვება ორსულობის პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან დედის რაციონი უშუალოდ მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ორსულებს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს იმ პროდუქტების შესახებ, რომელთა მიღებაც სასურველი არ არის. მისი რჩევები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პოტენციური რისკები და დაიცვათ საკუთარი და თქვენი პატარის ჯანმრთელობა

  • რა არ უნდა მიირთვათ ორსულობის დროს?

არ შეიძლება:

ალკოჰოლი;

ალკოჰოლის გამოყენება კერძებში;

უმი და ცუდად მოხარშული ხორცი;

უმი თევზი და შებოლილი თევზი;

ხამანწკები;

თევზის კარპაჩო;

კიბორჩხალა;

კრევეტები;

სკამპი;

ხიზილალა;

საშიმი;

სუში;

უმი ზღვის პროდუქტი;

ლორი;

შებოლილი ძეხვი;

შებოლილი სოსისი;

შიგნეულობა;

უმი კვერცხი და ყველა კერძი სადაც უმი კვერცხია გამოყენებული;

რბილად მოხარშული კვერცხი;

არაპასტერიზებული რძე;

არაპასტერიზებული ნაყინი;

არაპასტერიზებული რძისგან მომზადებული ყველი (Brie, Cambozola, Camembert, Cmaumes, Chevre, Esrom, Limburger, Munster და ა.შ);

ყველის შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული დამზადებულია ნედლი რძით თუ პასტერიზებული რძით. არ მიირთვათ ყველის ქერქი;

გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული;

სოკო;

ძველი არაქისი;

არასწორად შენახული თხილეულობა;

ენერგეტიკული სასმელები;

ნედლი რძე აკრძალულია ლისტერიოზის თავიდან ასაცილებლად;

უმი ხორცი, ძეხვეული, გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასაცილებლად;

უმი ხორცი, უმი კვერცხი აკრძალულია სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად.

ფრთხილად სანელებლებთან და მწვანილებთან: მიხაკი, მუსკატის კაკალი, ოხრახუში, რეჰანი, დარიჩინი, კოჭა, ქინძი;

დასაშვებია: კოფეინი 300 მგ დღეში (დაახლოებით 2 ფინჯანი ყავა).