საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, საბა საზონოვი იჯარით, ესპანურ "ხეტაფეში" გააგრძელებს კარიერას.
ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
საზონოვმა კლუბთან შეთანხმება უკვე გააფორმა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა
"ტესტი ტურინში ჩატარდა იჯარა გამოსყიდვის უფლებით - ესპანურ კლუბს ქართველი მცველის შეძენის უპირატესობა ექნება", - ნათქვამია Geo Team-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
"ხეტაფე" ესპანეთის "ლა ლიგაში" ამჟამად მეექვსე ადგილზეა.