ავტორი:

"ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა" - ლელა მებურიშვილის ლონდონური თავგადასავალი: რას წერს და რა კადრებს უზიარებს მსახიობი ფანებს?

"ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა" - ლელა მებურიშვილის ლონდონური თავგადასავალი: რას წერს და რა კადრებს უზიარებს მსახიობი ფანებს?

მსახიობი ლელა მებურიშვილი და მისი მეუღლე, ბაჩო საგანელიძე, ბოლო დროს ხშირად ჩნდებიან ლონდონის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

წყვილი ახლახან აშშ-ის საელჩოში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო მიღებაზე დააფიქსირეს, სადაც ლელა ელეგანტური შავი კაბით ბრწყინავდა. ბაჩო საგანელიძე გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის მოადგილეა და სწორედ ამ დიპლომატიურ მისიასთან დაკავშირებით იმყოფება ოჯახი ლონდონში.

ლელა სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს გამომწერებს თავისი ახალი ცხოვრების დეტალებს. როგორც ის აღნიშნავს, ლონდონში გადასვლის პირველი ეტაპი საკმაოდ რთული იყო, რადგან ახალ, უცხო და ცივ გარემოში არავის იცნობდა. თუმცა, ძალიან მალე მან არაჩვეულებრივი ადამიანები გაიცნო, რომლებმაც ეს ქალაქი შეაყვარეს და თავი შინ აგრძნობინეს.

მსახიობი სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა: გადაიღო დამოუკიდებელი ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორი თავად არის, და უძღვებოდა საავტორო რუბრიკას „ლონდონიდან“, რომლის ფარგლებშიც უამრავი ლამაზი ადგილი მოინახულა. ლელასთვის ეს გამოწვევებით სავსე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო, რომელმაც მას ძალა და გამოცდილება შემატა.

"როცა პირველად ლონდონში გადავედი, საერთოდ არავის ვიცნობდი. ყველაფერი ახალი, უცხო, ცივი და ძალიან რთული იყო, მაგრამ ძალიან მალე გავიცანი საოცარი, გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ძალიან მალე შემაყვარეს ეს ქალაქი და თავი სახლში მაგრძნობინეს.

მიხარია და ვამაყობ რომ მოვასწარი ძალიან ბევრი საინტერესო ადგილის აღმოჩენა, ახლა უკვე მაგისტრატურას ვამთავრებ (მალე უფრო დეტალურად გიამბობთ), ლონდონში გადავიღე ჩემი დამოუკიდებელი ფილმი საოცარ გუნდთან ერთად, რომლის ავტორი და რეჟისორი ვარ,

ვუძღვებოდი ლონდონიდან რუბრიკას საქართველოსთვის რომლის მეშვეობითაც ფანტასტიკური ადამიანები გავიცანი და ბრიტანეთის ულამაზესი ადგილები დავათვალიერე და დაგათვალიერებინეთ.

ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ თითოეულმა გამოწვევამ ჩემში გაზარდა ძალა და გამოცდილება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა და ეს მოგზაურობა დაუვიწყარი გახადა", - წერს ლელა მებურიშვილი