ბექა კვაჭანტირაძე ის სამოქალაქო აქტივისტია, რომელმაც პოლიციას მიმაერთა მას შემდეგ რაც ნახა ვიდეო, სადაც ჩანდა თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ბებია ორი წლის შვილიშვილს. ქალი ახლა დაკავებულია და წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
"ტიკტოკზე გავრცელდა ლაივ ჩანაწერის ამონარიდი, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ბავშვს ბებია ფიზიკურად. საკმაოდ მძიმე კადრებია.
როდესაც დედა ეკითხება, თუ რატომ ჰქონდა ბავშვს ხელი გაწითლებული, პირდაპირ თქვა, - "მე მას დავარტყი", რაც არის მტკიცებულება.
რა თქმა უნდა, მე როგორც სამოქალაქო აქტივისტმა და კანონმორჩილმა მოქალაქემ დაუყოვნებლივ მივმართე პოლიციას.
რეაგირება იყო, დილის ხუთ საათზე გამთენიისას, ქალბატონი ნინო დააკავეს, ამ წუთას არის წინასწარ პატიმრობაში. ჩემი ინფორმაციით,, ორჯერ იყვნენ სოცმუშაკები შემოწმებაზე. და სამწუხაროდ, ბავშვი არ განარიდეს ამ ოჯახს და არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოველდღიურად", - ამბობს ბექა კვაჭაბტირაძე.