ქუთაისში დააკავეს ბებია, რომელმაც ორ წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც ბავშვმა საჭმლით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა ის მოქალაქე, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩამოტვირთა და საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სასამართლო პროცესი ხვალ არის დაგეგმილი.
ნაცემი ბავშვის დედა ამბობს, რომ უკვე აქვს 500 ლარი და თუ კიდევ 500 ლარით დაეხმარებიან, ადვოკატის მეშვეობით დედამისის უდანაშაულობას დაამტკიცებენ და ის ციხეს დატოვებს.
მისი თქმით, დედამისი, ნინო, რუსთავის ქალთა კოლონიაშია. ის ასევე აცხადებს, რომ ყველას უჩივლებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
ლაივ ვიდეოში ბავშვის დედა ამბობს, რომ შვილის გაჩენა და ის, რომ დედობა უნდოდა, "არ აპატიეს". რაც შეეხება ბავშვს, მისივე თქმით, მცირეწლოვანი მასთან იმყოფება და სოციალური მუშაკი "წართმევას არ აპირებს".
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელებულია ძალადობის ფაქტის შემდგომი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ბებია შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, ბავშვის დედა შემოდის და ქალს ეკითხება, თუ რატომ აქვს ბავშვს ხელი გაწითლებული, რა დროსაც ქალი პასუხობს, რომ "მან დაარტყა".
ნახეთ ასევე: