ავტორი:

თალიბანი დახმარებას ითხოვს - ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს, დაშავებულია სულ მცირე 2800 ადამიანი

თალიბანი დახმარებას ითხოვს - ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს, დაშავებულია სულ მცირე 2800 ადამიანი

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-ს აჭარბებს , - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2800 ადამიანი დაშავდა.

მაშველები რამდენიმე დასახლებამდე მისვლას რთული მთიანი რელიეფისა და ცუდი ამინდის გამო ვერ ახერხებენ.

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, შარაფატ ზამანმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.

ავღანეთში მომხდარ 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ქუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში 812 ადამიანი ემსხვერპლა.

განახლება 14:50

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა.

ავღანეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 1 124 ადამიანი დაიღუპა, 3 251 დაშავდა და 8 000-ზე მეტი სახლი განადგურდა. წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი.

ავღანეთში გაეროს კოორდინატორის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

იხილეთ ასევე: