რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვაზე დრონებით იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით მამაკაცის ცხედარი ავტოფარეხის კოოპერატივში ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს.

ამასთან, წუხელ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმსაც შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი.
„დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი შენობა, ჩამსხვრეულია დაახლოებით 50 ფანჯარა. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი. ხანძარი ლიკვიდირებული“, - აღნიშნა კრივოშენკომ.
რუსებმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაც დაბომბეს. თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია.
„საფრთხეზე დროული რეაგირების წყალობით, შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი ნგრევისა და ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება“, - განაცხადეს იზმაილის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციაში.