ავტორი:

დედა, რომლის 2 წლამდე შვილიც ბებიამ Tiktok-ის ლაივში სცემა, აცხადებს, რომ ბევრი ადამიანი ეხმარება გირაოს შეგროვებაში

დედა, რომლის 2 წლამდე შვილიც ბებიამ Tiktok-ის ლაივში სცემა, აცხადებს, რომ ბევრი ადამიანი ეხმარება გირაოს შეგროვებაში

ბავშვის ცემისთვის დაკავებული ბებიის ქალიშვილი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში საშუალებით გირაოსთვის ფულს

ქუთაისში დაკავებული ბებიის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაკავებულის ქალიშვილი, რომელიც ნაცემი ბავშვის დედაა, ამბობს, რომ ხალხის სიყვარულით გაოცებულია და რომ დედის გამოსვლის შემდეგ ამ ყველაფერს აუცილებლად აჩვენებს.

"ყველას უღრმესი მადლობა ხალხნო, სასწაული რაღაც ხდება. ხალხის სიყვარულს ვგულისხმობ. საოცრებაა, რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ნინო რომ გამოვა, ამ ყველაფერს ვაჩვენებ აუცილებლად და ძალიან იამაყებს". - ამბობს დაკავებული ნინო გედენიძის ქალიშვილი, რომელიც გუშინ მთელი დღე დედის გამოსაშვებად გირაოს ფულს ტიკ-ტოკ ლაივში აგროვებდა.

  • რას ბრალდება ბებიას

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში ბებია დააკავეს, რომელმაც ორ წლამდე ბავშვი TikTok-ის ლაივში სცემა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც ბავშვმა საჭმლით სავსე თეფშს ხელი ჰკრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა მოქალაქე, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩამოტვირთა და საკუთარ გვერდზე გაავრცელა. სასამართლო პროცესი ხვალ არის დაგეგმილი.

  • ოჯახის რეაქცია და საზოგადოების დახმარების თხოვნა

დაკავებულის ქალიშვილი, რომელიც ნაცემი ბავშვის დედაა, გუშინ TikTok-ის ლაივში დედის გირაოს თანხას აგროვებდა. მისი თქმით, მას 3000 ლარი სჭირდებოდა. ქალი არ თვლის დედას დამნაშავედ და ამბობს, რომ შვილის გაჩენა და ის, რომ დედობა უნდოდა, "არ აპატიეს". რაც შეეხება ბავშვს, მისივე თქმით, მცირეწლოვანი მასთან იმყოფება და სოციალური მუშაკი "წართმევას არ აპირებს".

"ცემის ფაქტს ვერ მედავებიან, იმაზე მედავებიან, ნინომ რომ თქვა ვიდეოში - მე დავარტყიო", - ამბობს დაკავებულის ქალიშვილი."

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით არის დაწყებული გამოძიება ბებიის წინააღმდეგ, რომელმაც ორ წლამდე ასაკის შვილიშვილს სოციალურ ქსელში - ტიკტოკში - 31 აგვისტოს, პირდაპირი ეთერის დროს სცემა.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ქალს ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

წაიკითხეთ ასევე: