მეგან მარკლი Netflix-ის შოუს მეორე სეზონის გადასაღები მოედნიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ერთ-ერთ კადრში, ოთხი წლის ლილიბეტი რეჟისორის სკამზე ზის და ვარდისფერი სვიტერი და მუქი ლურჯი შარვალი აცვია.
კიდევ ერთ ფოტოზე ლილიბეტი თავის ძმასთან, არჩისთან ერთად არის გადაღებული - ბავშვები შოუს გადაღების პროცესს აკვირდებიან.



"სიყვარულით, მეგანის" მეორე სეზონის გადაღება წარმოუდგენლად სახალისო იყო“, - დაწერა მეგანმა "ინსტაგრამზე". აღსანიშნავია, რომ Rotten Tomatoes-ზე მეორე სეზონს ხუთიდან 1.8 ვარსკვლავი აქვს, მაშინ როცა პირველ სეზონს ოდნავ მაღალი შეფასება ჰქონდა.
თითოეულ ეპიზოდში მარკლი საკუთარ სახლში იწვევს ცნობილ მეგობრებს, უზიარებს მათ რჩევებს სახლის მოწყობისა და სამზარეულოს თემებზე. ბრიტანული პრესა შოუს მწვავედ აკრიტიკებს. The Independent-ის კრიტიკოსმა ქეითი როსეინსკიმ მას ხუთი ვარსკვლავიდან მხოლოდ ერთი მიანიჭა და მას "მძიმე და დამღლელი" უწოდა. The Guardian-მა შოუ შეაფასა როგორც "უსახური ცხოვრების სტილის შინაარსი" და აღნიშნა, რომ ეს ჰარისა და მარკლის ზედიზედ მესამე წარუმატებელი პროექტია "ნეტფლიქსზე"..