ავტორი:

“თუ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში შევლენ, თითოეულ მათგანს მე თვითონ ჩამოვაცვამ ნაგვის ურნას თავზე, სადაც არ უნდა ვნახო“ - ანა წითლიძე

“თუ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში შევლენ, თითოეულ მათგანს მე თვითონ ჩამოვაცვამ ნაგვის ურნას თავზე, სადაც არ უნდა ვნახო“ - ანა წითლიძე

“გიორგი გახარია კლასიკური მაგალითია, ხელოვნურად შექმნილი მაჩოდან, როგორ შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდე ერთი ჩვეულებრივი მოღალატე - გახარიას გაგდებულის განცდა აქვს და ეს ტრავმა ვერ მოიშორა,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის განცხადება შეაფასა იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა შეცდომა იყო.

  • როგორც წითლიძემ აღნიშნა, „გიორგი გახარიამ 3 წელიც ვერ გაძლო ოპოზიციაში ისე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ადგილი არ ათამაშოს“.

„გახარია კლასიკური მაგალითია, ხელოვნურად შექმნილი მაჩოდან, როგორც ამას გვიხატავდა „ქართული ოცნება“, როგორ შეიძლება კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდე ერთი ჩვეულებრივი მოღალატე, რომელიც გაიქცა გერმანიაში და იქიდან ცდილობს, ჭკუა ასწავლოს აქ დარჩენილ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ფასად, რათა ეს რეჟიმი დაამარცხონ.

მე გახარიასგან სხვა მოლოდინი არ მქონია. 13 წელია ოპოზიციაში ვართ და უბედურება გავიარეთ. გახარიამ 3 წელი ვერ გაძლო ოპოზიციაში ისე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ადგილი არ ათამაშოს. რასაც ახლა ის აკეთებს, არის „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ადგილის თამაში. ეუბნება, შენ პრობლემა გაქვს პარლამენტის ლეგიტიმაციის, მე კი შემიძლია ახლა ეგ ლეგიტიმაცია „გაგიპრავო“ იმით, რომ შენ ცოტა შემამსუბუქო, რომ პარტია არ დამეშალოს. ეუბნება, რომ მე შემიძლია გევაჭრო.

გახარიას გაგდებულის განცდა აქვს და ეს ტრავმა ვერ მოიშორა, ვერ გადახარშა, რომ ივანიშვილმა კობახიძე და ღარიბაშვილი ანაცვალა მაშინ ამის თავი. ეს გაგდებულის განცდით იმდენად ტრავმირებულია, რომ მუდმივად იმის პროცესშია, რომ ივანიშვილს ანახოს, აი, რომ გამაგდე, ამით რაღაც დაგაკლდა.

მან იცის, რომ საზღვარგარეთ ყოფნა და აქედან გაქცევა, პრობლემას უქმნის, მათ შორის, მისი პარტიის წევრებს. მორალურად არ არის პატარა ამბავი. მისი პარტია დაშლის პირას არის და როგორ უნდა შეინარჩუნოს ეს პარტია? პარტია უნდა შეინარჩუნოს ფულით, დაფინანსებით, რაც პარლამენტიდან სჭირდება, იმით, რომ ვიღაც პარლამენტში შეიყვანოს, ვიღაც კი საკრებულოში, თან ივანიშვილს ანახოს, აი ეს შემიძლია.

[თუ გახარიას პარტიის წევრები პარლამენტში შევლენ], ზუსტად იგივე გზას გაივლიან, რასაც „ქართული ოცნება“, ან კიდევ უფრო უარესს. თითოეულ ადამიანს, აუცილებლად მე თვითონ ჩამოვაცვამ ნაგვის ურნას თავზე, სადაც არ უნდა ვნახო, ამაში იყვნენ დარწმუნებულები. ეს ღალატი არავის ეპატიება“, - განაცხადა წითლიძემ.