ავტორი:

“ანტონ ჩეჩინს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს - ეს წლები, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს“ - ანა წითლიძე

“ანტონ ჩეჩინს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს - ეს წლები, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს“ - ანა წითლიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის განცხადებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ანტონ ჩეჩინისთვის 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ჩეჩინს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს წლები, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს.

„ჩეჩინის საქმე განსაკუთრებულია იმითაც, რომ ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. მოსამართლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ჰუმანური იყოს, ჰუმანიზმზე დაფუძნებული განაჩენი უნდა მიიღოს. ჯვებე ნაჭყებიამ, რომელმაც ეს განაჩენი გამოიტანა, იცის, რომ ამ ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის მისჯილი ეს წლები, შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს. ამით საჩუქარი გაუკეთეს პუტინსაც. ანტონ ჩეჩენი ის ადამიანია, რომელიც რუსეთში პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და მას გამოექცა აქ, საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანოს ამ სასამართლომ, არცერთ პოლიტიკურ პატიმარს არ მოუწევს ციხეში ყოფნა და ამ უსამართლო წლების მოხდა.

ჩვენ იმ მოცემულობაში ვცხოვრობთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. ერთადერთი ადეკვატური განაჩენი უნდა დადგეს, არცერთი ეს ადამიანი არ უნდა იჯდეს ციხეში. თუ გავიხსენებთ კობახიძის განცხადებას, მან თავის დროზე თქვა, რომ ამ ადამიანების დაკავება პრევენციული ხასიათის იყოო. ეს რეალურად ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. ასე გადაწყვიტა რეჟიმმა, რათა ადამიანები დააშინოს. ასე ტყვეობაში უნდა ჰყავდეთ. „კლანის“ წევრებს, მონებს, რომლებსაც ხელფას უხდიან და მილიონობით შემოსავალი აქვთ მოპარული, ამ განაჩენს ასრულებინებენ“, - აღნიშნა წითლიძემ.