აგვისტოს დასაწყისში სალომე გოგიაშვილსა და ლიკა შენგელიას შორის დაწყებულ კონფლიქტს ახალი, სკანდალური ფაზა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც დაპირისპირება თითქოს მიწყნარდა, სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, ყოფილი ქმრის,ვახო ნიკოლეიშვილისა და ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
ყველაფერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გახდა ცნობილი - როდესაც ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და ყოფილი მოდელი ლიკა შენგელია ერთმანეთს სტატუსებით დაუპირისპირდნენ. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე გოგიაშვილი ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. ლიკა შენგელიამ საკუთარ პროფილზე ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას თავს დაესხნენ და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს.
თავის მხრივ, სალომე გოგიაშვილმა "ოჯახების დამანგრეველ ქალებზე“ დაწერა, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუწერია.
მომხდარს საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაუყოვნებლივ დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები, რამაც დაპირისპირება საჯარო განხილვის საგნად აქცია. სალომე გოგიაშვილმა ვრცელი ვიდეომიმართვა გაავრცელა და ლიკა შენგელია ცილისწამებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ შენგელიას ბრალდებები "აბსურდული“ იყო და საქმის სასამართლოში გაგრძელებას აპირებდა, რათა თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და შვილების ინტერესები დაეცვა.
ლიკა შენგელიამ ამ ყველაფერს ვრცელი პოსტით უპასუხა. აღნიშნა, რომ მიზანი იყო საზოგადოებას სალომე გოგიაშვილის "ნამდვილი სახე“ დაენახა. შენგელია წერდა, რომ იცოდა, ცილისწამებაში დაადანაშაულებდნენ, თუმცა მისთვის "სიმართლის თქმა“ და თავის დაცვა ამად ღირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ "ომში“ მარტო უწევდა ბრძოლა, მაგრამ ხალხის მხარდაჭერა ძალას მატებდა.
ერთი საათის წინ, სალომე გოგიაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომლითაც დაპირისპირებას, როგორც თავად ამბობს, წერტილი უნდა დაუსვას. მისი თქმით, ეს არის ბოლო ვიდეო ამ თემაზე, რადგან დაიღალა მუდმივი ცილისწამებითა და ტყუილით.
"წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვარ, გარდა იმისა, რომ ქალმა ოჯახი დამინგრია, ამ ყველაფერთან ერთად არ მთავრდება ტყუილი, შანტაჟი, ჩემზე წერა. ვის არ შევუთვალე, როგორ არ შევუთვალე, რომ დაამთავროს, მომიხადოს ბოდიში და მე საერთოდ ამ თემაზე კიდევ ხმის ამომღები არ ვარ-თქო, მაგრამ ქალი არის შეუჩერებელი,“ – ამბობს გოგიაშვილი.
მან აღნიშნა, რომ ჩანაწერი მანამდე არ გაუსაჯაროებია, რადგან რაღაცებს ანგარიშს უწევდა, თუმცა მისი ფსიქიკური მდგომარეობა და შვილების ნერვული სისტემა უფრო მნიშვნელოვანია. სალომე გოგიაშვილის განცხადებით, მან პოლიციაში შეიტანა საჩივარი, რათა "ეს ქალი ვინმეს გაეჩერებინა", თუმცა, მისი თქმით, რეაგირება ჯერ არ ყოფილა. ამიტომაც გადაწყვიტა, თავად დაეცვა საკუთარი თავი და შვილები.
სალომე გოგიაშვილი აცხადებს, რომ მას სამსაათიანი ჩანაწერი აქვს, თუმცა მის სრულად გავრცელებას არ აპირებს, რადგან იქ არის მომენტები, რაც არ უნდა მისმა შვილებმა მოისმინონ.
"მთელი მსოფლიოს გამწარებული ქალების მაგივრად გიხდი მე შენ სამაგიეროს და იცოდე, იმ ჩემი ოთხი შვილის უკან, რომლებიც შენ დღეს უმამოდ დატოვე, დგას პირველ რიგში დედა, რომელსაც ხასიათი აქვს ომში შესვლის და გამარჯვებული გამოსვლის. იმედია შენს აწმყო თუ გაშორებულ ქმარს აქვს იმის საშუალება, რომ ბილეთი გიყიდოს და ქალაქიდან გაგიშვას, რადგან ამის შემდეგ ძალიან გაგიჭირდება ამ ქალაქში ცხოვრება", – მიმართავს გოგიაშვილი ლიკა შენგელიას.

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Salome Gogiashvili (@salomegogiashvili8)

ჩანაწერის ფრაგმენტიდან:
ქალი (სავარაუდოდ ლიკა შენგელია): სახლში ხარ, საიდან მელაპარაკები?
კაცი (სავარაუდოდ ვახო ნიკოლეიშვილი): კი, სახლში ვარ, სახლიდან გელაპარაკები.
ქალი: მარტო ხარ?
კაცი: კი, ახლა მარტო ვარ.
ქალი: ხო რა, ეგრე ჯობია, ცოტა ხანი გნახავ.
კაცი: მოკლედ, ხვალ მოგაკითხავ მაშინ.
ქალი: როდისთვის, რომ დავგეგმო მეც, თუ არ იცი.
კაცი: არა, ვიცი, 3-4-სთვის. ხვალ შეხვედრები მაქვს რაღაც და სამისთვის მოგაკითხავ.
ქალი: ხო, კაი, სად ვიქნები იმის მიხედვით.
კაცი: ნუ, სახლთან არ იქნები?
ქალი: შეიძლება სახლშიც ვიყო, არ არის პრობლემა.
კაცი: შემიძლია დღესაც მოგაკითხო, უბრალოდ არც დაცვა მყავს და არც არაფერი, მაგრამ ისე ვარ მარტო.
ქალი: დაცვა არ გინდა, მოწმეები. არა, მძღოლთან ერთად არა, მარტო მოდი, ურთიერთობას რა უდგას წინ. პირდაპირ გეუბნები ვახო, მე ახლა შენთან ჩუმად რაღაც ისე ვერ ვივლი რა. მე არ ვარ ახლა დასამალი ადამიანი, არაფერი არ მჭირს სამაგისო.
კაცი: კი, გეთანხმები. მე მაქვს ჩემი პირადი მოსაგვარებელი. შენ უფრო თავისუფალი ხარ.
ქალი: უფრო არა, მე თავისუფალი ვარ. კაცი: მე კიდევ ბევრი პრობლემა მაქვს. კაი, ყველაფერი, მაგრამ ჩემი შვილები...
ქალი: ეგ შენი პრობლემაა, რა ვიცი, მე რა უნდა გითხრა. მოდი დავიწყოთ გამოფხიზლებით.
კაცი: თუ შევძლებ ახლა მეც, იმიტომ რომ გასააზრებელი მაქვს რა ეს რაღაცები. გადასალახი მაქვს რა ეგ ყველაფერი, ჩემი შვილები.
ქალი: ეგ შენი პრობლემაა, რა ვიცი, მე რა უნდა გითხრა.
კაცი: ჰოდა, მაგას გეუბნები მე რა, თუ შევძლებ რა მე და... შენ თუ შეძლებ მაგას გეკითხები აქამდე, თორემ...
ქალი: მე რა უნდა შევძლო.
კაცი: რა ვიცი, რაღაც შეიძლება ვალდებულებები გაქვს რაღაცა, მე რა ვიცი.
ქალი: მე ჩემს თავთან მაქვს ვალდებულებები.
კაცი: მეტი ვალდებულება არა გაქვს?
ქალი: არანაირი, ვისთან უნდა მქონდეს ვალდებულება.
"ფაქტია, რომ ადამიანთან საუბრის გარდა არაფერი მაკავშირებს და მეორე დღეს მნახა, არც ეგ არის საიდუმლო, სადაც ჩაიწერეს საუბარი და მოაწყვეს თავდასხმა, გადაიღეს სურათები. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს, სადაც ხომ მიჩივის რომ არ შემხებია არაფრით?!
ჩემი საუბარი შენს საქციელს არ ხსნის და არც შენი ცირკის ეშინია ვინმეს.
შენ რაც შეგეძლო დამიშავე საუბრის გამო სადაც არც მე დამირეკია და არც თოკით არავინ მომითრევია სასაუბროდ. ახლა ჩემი პასუხის დროა, რასაც აწი შენ ჩადენილ საქციელებზე აგებ სასამართლოს წინაშე, მუხლი 126, მუხლი 159 და 158", - წერს ლიკა შენგელია.
სკანდალი, რომელშიც ორივე მხარე სიმართლის დამტკიცებას ცდილობს, სავარაუდოდ კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
წაიკითხეთ ასევე: