NASA - ს განცხადებით, დღეს (თბილისის დროით 18:56-ზე) დედამიწას 38-მეტრიანი ასტეროიდი 218 009 კმ-ის მანძილზე ჩაუქროლებს.

კოსმოსური ქვის დიამეტრი დაახლოებით 40 მეტრია, ის 45 000 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობს და პლანეტის ზედაპირთან შეჯახებისას სულ თავისუფლად შეუძლია საშუალო ზომის ქალაქი მთლიანად გაანადგუროს, თუმცა როგორც მეცნიერები განმარტავენ, საფრთხე არ არსებობს და 2025 QD8 სახელის მქონე სტუმარი ჩვენს პლანეტას უსაფრთხოდ ჩაუფრენს.

2013 წელს, რუსეთში, ჩელიაბინსკის თავზე, ყაზახეთის საზღვართან ახლოს 18-მეტრიანი მეტეორი აფეთქდა, აფეთქება 30-ჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ატომური ბომბის აფეთქება. 45 კმ -ს დაშორებით გამოყოფილი სითბო იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანებმა დამწვრობები და მხედველობის დაზიანებები მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევების მხოლოდ 0,05% ჩამოვარდა პლანეტის ზედაპირზე, დაახლოებით 1 500 ადამიანი დაშავდა, 3 600-ზე მეტი სახლი კი დაზიანდა.
