საქართველომ ევრობასკეტზე მასპინძელი კვიპროსი ანგარიშით - 61-93 დაამარცხა.
ეს არის ევრობასკკეტის ისტორიაში საქართველოს მიერ მოგებული მატჩში ყველაზე დიდი ქულათა სხვაობა.
მასპინძელი კვიპროსი დამაჯერებლად დავამარცხეთ!
მატჩის საუკეთესო მექულე თორნიკე შენგელია გახლდათ, კაპიტანმა 27 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბრწყინვალედ გაისარჯა გოგა ბითაძეც, "ორლანდო მეჯიქის" ცენტრის ანგარიშზე 21 ქულა, 13 მოხსნა და 3 დაფარება გახლდათ.
ჯგუფიდან გასვლისთვის გადამწყვეტ მატჩში ბოსნიას დავუპირისპირდებით.
მატჩის შესახებ წაიკითხეთ ვრცლად: sportall.ge