ავტორი:

"ორი დღე პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა - ბაიდენს თვეები ვერ ნახავდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ რაღაც სჭირდა" - დონალდ ტრამპი

"ორი დღე პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა - ბაიდენს თვეები ვერ ნახავდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ რაღაც სჭირდა" - დონალდ ტრამპი

ორი დღის განმავლობაში პრესკონფერენცია არ მქონია და თქვეს, რომ რაღაც მჭირდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.

"ბაიდენი პრესკონფერენციებს თვეების განმავლობაში არ ატარებდა, მას თვეების განმავლობაში ვერ ნახავდით, მაგრამ არავინ ამბობდა, რომ მას რაღაც სჭირდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, სოციალურ ქსელებში მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობები სიცრუეა.

"შაბათ-კვირას ძალიან აქტიური ვიყავი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.