მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ევროკავშირმა გელ ლაქების ძირითადი ინგრედიენტის, ტრიმეთილბენზოილ დიფენილფოსფინის ოქსიდი (TPO)-ის გამოყენება აკრძალა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინგრედიენტი ხელს უწყობს გელის და ჰიბრიდული ლაქების გამკვრივებას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას.
ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (HPRA) მონაცემებით, მისი გამოყენება ადრე მხოლოდ პროფესიული მიზნებისთვის იყო შესაძლებელი, თუმცა მარეგულირებლები ამჟამად აცხადებენ, რომ ის ყველა შემთხვევაში აიკრძალა.
TPO კვლავ დაშვებულია აშშ-ში. სავარაუდოდ, მას 2026 წელს დიდი ბრიტანეთიც აკრძალავს.
1-ელი სექტემბრიდან, ევროკავშირის მასშტაბით, დისტრიბუტორებს აღარ ექნებათ უფლება მიაწოდონ TPO-ს შემცველი პროდუქტები ადრესატებს და სალონების მფლობელებსაც აქვთ გაფრთხილება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ.
HPRA რეკომენდაციას უწევს სილამაზის სალონებს შეწყვიტონ TPO -ს შემცველი პროდუქტების გამოყენება და გადაამოწმონ, იქნება თუ არა მომავალი პარტიები TPO-სგან თავისუფალი.