ბოლო წლებში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა სულ უფრო რთული გახდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექცია ქრონიკულ ფორმაში გადადის ან ანტიბიოტიკებზე აღარ რეაგირებს. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი არა მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს, არამედ ცხოვრების ხარისხის მკვეთრ დაქვეითებასაც ნიშნავს. თუმცა, არსებობს ალტერნატიული გზა, რომელიც ეხმარება პაციენტებს გამოჯანმრთელებაში და ესაა ფაგოთერაპია.
ბაქტერიოფაგის კლინიკა წამყვანია მსოფლიოში იმ რამდენიმე კლინიკას შორის, რომელიც ფაგოთერაპიას ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ იყენებს . კლინიკა გთავაზობთ როგორც ამბულატორიულ ქირურგიულ, ისე არაქირურგიულ კონსულტაციებს, დაავადების მართვის ინდივიდუალურ სტრატეგიებს და ფაგების ეფექტურ კომბინაციას სხვა მეთოდებთან.
ფაგოთერაპია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში
ბაქტერიოფაგის კლინიკის გინეკოლოგიის დეპარტამენტი წარმატებით იყენებს ფაგურ პრეპარატებს და ფაგოთერაპიას როგორც მწვავე, ქრონიკული გინეკოლოგიური ინფექციების სამკურნალოდ. მკურნალობა ეფუძნება ფაგების ორალურად, ვაგინალურად ან კომბინირებულად გამოყენებას.
ფაგოთერაპია გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მართვაში:
ამ ინფექციების გამომწვევი ბაქტერიებია: E. coli, Streptococcus spp., Staphylococcus spp., Enterococcus spp., Pseudomonas, Klebsiella, Proteus vulgaris, Proteus mirabilis, S. Viridans და სხვა.

რეალური შემთხვევა კლინიკიდან
ერთ-ერთი შემთხვევა, რომელსაც ბაქტერიოფაგის კლინიკის გინეკოლოგი ნინო ოდიშელიძე გვიზიარებს, ნათლად წარმოაჩენს ფაგოთერაპიის ეფექტურობას.
პაციენტი: ქალბატონი, 61 წლის, ქრონიკული ბაქტერიული ცისტიტით
სიმპტომები: ხშირი შარდვა, წვის შეგრძნება შარდვისას, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, ცხელება
ანამნეზი: პაციენტის გადმოცემით სიმპტომები დაეწყო 41 წლის ასაკში მშობიარობის შემდეგ. პაციენტს აღენიშნებოდა ხშირი გამწვავებები, რის გამოც ჩატარებული აქვს არაერთგზის მკურნალობის კურსი ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენებით, რომლის შედეგიც ხანმოკლე იყო.
აღნიშნულმა პაციენტმა ბაქტერიოფაგის კლინიკას პირველად 2019 წელს მიმართა. ექიმთა მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების შემდგომ, პაციენტს დაენიშნა გამოკვლევები და ანალიზები. შარდის ბაქტერიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა ბაქტერია ეშერიხია კოლი.
პაციენტს ფაგომგრძნობელობაზე დაფუძნებით დაენიშნა შესაბამისი ფაგური პრეპარატები როგორც დასალევად, ისე ვაგინალური სანთლების სახით 20 დღის განმავლობაში. მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, სიმპტომები შემცირდა, დიზურიული მოვლენები ალაგდა.
ერთი თვის შემდეგ ჩატარებულმა საკონტროლო ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლონა E.coli-ს მკვეთრი შემცირება არაეტიოლოგიურ რაოდენობამდე. ანთებადი მარკერები, მათ შორის, CRP დაუბრუნდა ნორმას.
მას შემდგომ, პაციენტი გადამოწმების მიზნით წელიწადში ერთხელ მიმართავს კლინიკას, თუმცა გამწვავებები აღნიშნული დიაგნოზის კუთხით აღარ ჰქონია.
რატომ ფაგოთერაპია?
ფაგოთერაპიის მთავარი უპირატესობები:
R