ავტორი:

“სუს-ში ჩემი გუნდით მივალ...“ - მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება

“სუს-ში ჩემი გუნდით მივალ...“ - მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალარჩეული ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ბერაია დაზვერვის სამსახურის უფროსი აღარ იქნება.

როგორც მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, ის სუს-ში “თავისი გუნდით მიდის“.

მისივე თქმით, მისი გუნდის წევრების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.

„მოკლედ გეტყვით, ჩემი გუნდით მივალ. გაიგებთ ხვალვე. მიუხედავად იმისა, რომ [ირაკლი ბერაია] ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მამუკამ მდინარაძემ სუს-ის უფროსის პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. აღნიშნულ პოსტზე მდინარაძის კანდიდატურას პარლამენტის 85-მა წევრმა დაუჭირა მხარი.