თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლეს.
“მინდა მივმართო პროკურორებს და ისე თქვენ [მოსამართლე] ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ვლაპარაკობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას ჩვენ, რადგან არ მაქვს ამის უფლება, დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..
თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას, ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ..
შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს ეხება, ბატონ ვაჟას მეტად...
ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს".
მადლობით დავიწყებ და მერე მივყვები..
მინდა მადლობა გადავუხადო, თორნიკეს, ნათიას, ეკას, ირაკლის, ისინი გახდნენ მეგობრები და მათი პროფესიონალიზმი სამაგალითოა და არა მარტო მათი... ჩვენ წინ გენიალური ხალხი ზის და მათი დამოკიდებულება და ადამიანობა სასამართლოსა და ქვეყნის მიმართ აღნიშვნის ღირსია.
მადლობა საერთაშორისო ინსტიტუტებს, მადლობა უნდა გადავუხადო ევროპის კინოაკადემიას, მადლობა ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს".
ალბათ პროტესტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კრიტიკული აზროვნება და ეს შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის უკეთესი სურვილისთვის...
დავარქვათ მოქალაქის პროტესტი, უფრო გასაგები რომ გახდეს და ამის განმაპირობებელია ის, რომ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის გინდოდეს უკეთესი, სხვისი წუხილის გაზიარებას სოლიდარობა ეწოდება და ეს არის ყველაზე ადამიანური ჟესტი, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და ჩვენ ვხედავთ ამის მაგალითებს.
როდის შეიძლება ეს შეგრძნება გაჩნდეს და რატომ? - მინდა მოვყვე ჩემს გამოცდილებაზე...
ამას აქვს მარტივი პასუხი და ჰქვია შიში, მთავარი მიზეზი იყო შიში.. ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს რაც საჭირო იქნება ვიტყვი და არ შემეშინდება, ჩემს მტერს ჩემს თავზე არ გავამარჯვებინებ მეთქი, ამის შემდეგ ბევრჯერ დავმარცხდი და ბევრჯერად გავიმარჯვე და ეს ბრძოლა გაგრძელდება ყოველთვის..
იმ პერიოდის მერე ძალიან ბევრჯერ გახდა საჭირო საკუთარი აზრის გამოხატვა ქუჩაში თუ სხვა ფორმით, როგორც წინა ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს.. თუმცა იყო შემთხვევები, როცა სოლიდარობამ შედეგი მოიტანა, თავში მომივიდა აქონდროპლაზიის შესახებ მშობლების სოლიდარობა...
რა შეიძლება არ უხდებოდეს დემოკრატიას ყველაზე მეტად? - ჩემი აზრით, ეს არის კმაყოფილება.
ვერ ვიტყვი რომ ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, თუმცა არც პასიური...
შემიძლია გავიხსენო შემოგდებული კანონის უკან გაწვება, რომელმაც გამარჯვების და სწორი პოლიტიკის იმიტაცია გააჩინა და გაჩნდა აზრი, რომ ხალხის აზრი შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები...
როცა ხალხი ერთიანდება, ეს საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება, 13 ივნისის ტრაგედია თუ ჩემპიონატი, ან. სამოქალაქო ომი იწყება ან ხდება ისეთი რამე რაც საზოგადოებას ხელოვნურად ყოფს, ეს რუსული ტაქტიკაა, ბადალი არ ჰყავთ.
ასეთი იყო სწორედ 28 ნოემბერი, პრემიერმა შეაჩერა ინტეგრაცია და ჰქონდა რეაქცია..
ჩვენ ვართ ევროპული კულტურის ნაწილი, კი ბატონო გავლენა ჩვენი გეოპოლიტიკის გამო არსებობს უამრავი კულტურის და თუ ჩვენ ვამაყობთ ვეფხისტყაოსნით, ვამაყობთ ჩვენი დიდი ხნის ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია და გვინდა ინსტიტუციების დონეზე გაიმართოს, რაც საბოლოოს ქვეყანას მიიყვანს განვითარებაზე, ეკონომიკურად და ინსტიტუციურად, სადაც ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე იქნება დაშენებული...
მთავრობაში ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ და უნგრევენ მომავალ თაობას მომავალს, რომელიც სამართლიანობით და კეთილდღეობით იქნება გამყარებული, ვკითხოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელმა დათმო სუვერენიტეტი? - ნულმა....
28-ში განცხადება მოვისმინე, ისე რომ არავისთვის მითქვამს წავედი რუსთაველზე, სადაც სპონტანურად შეიკრიბა ათასობით კაცი, რომელთან აერთიანებდათ უსამართლობის შეგრძნება და სწორედ ეს შეგრძნება იყო ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი.. ძალიან ცოტა რამეზე ვართ ერი შეთანხმებული და ეს ის ცოტაა, რომ შეთანხმებული ვართ ამაზე, რომ ეს გზა გვიყვარს.
200-300 ნაცნობი მაინც შემხვდა, ძირითადად პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, იქ იყვნენ ყველა სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს ნაკრების წევრები, ექიმები და .ა.შ. როგორც 28-ში ისე შემდეგ დღეებში ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოძიებას რომ სამართლიანი გამოძიება ჰქონოდა მიზნად, ამ ინტერვიუებს დაურთავდნენ...
დაახლოებით 8-9 საათისთვის მივედი და 4 საათში დაიწყო დაპირისპირება.. მოგვიანებით გადავინაცვლეთ ოპერასთან,,, სამი საათისთვის დავიშალეთ და წავედით მშვიდობიანად.
მოვიდა ჩემი საკრალური 29 ნოემბერი, ზუსტად იგივენაირად მშვიდობიანად მე და ჩემი მეგობრები პირველი სკოლის ტერიტორიაზე მივედით, სამ ოთხ საათში ისევ დაიძაბა და იქ ვიგებ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ჭიჭინაძის ქუჩაზეა და ისე რომ არავის არაფერს ვეუბნები ავდივარ იქ, რომ გამოვიყვანო...
ვსაუბრობ ჯიუტ ადამიანზე, რომელიც არ გამომყვა.. ამ დროს პოლიციის მხრიდან მოფრინავს შუშის სარაჯიშვილის ბოთლი, რომელიც მხვდება ფეხზე, ეს დიდ გაღიზიანებას იწვევს, რომ გავიხედე იმ მიმართულებით, საიდანაც ბოთლი გამოფრინდა, დავინახე, რომ ოთხი ადამიანი ჟესტიკულაციით იგინებოდა და გამოხატავდა დიდ აგრესიას და სიმართლე გითხრათ ვერ დავიჯერე, უკან ვიხედებოდი, ჩემს მიმართულებით ხდებოდა, ვერ დავიჯერე, რომ ჩემი მიმართულებით იყო.. ცოტა მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია.. ეს ხდება ზუსტად იმ ვიდეოებში, რომელიც წარმოდგენილი იყო და ეს ნაწილი არის მოჭრილი და გაგრძელებაა წარმოდგენილი...
მეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, იქვე ეგდო საგანი, რომელიც მოვიშორე ისე, რომ პოლიციელებს არავის საფრთხე არ შეჰქმნია, ეს მოგრძო საგანი იყო მსუბუქი, მაქსიმუმ გული სტკენოდათ ჩემგან იმის გამო, რაც ვუთხარი...
ამ ყველაფრის მერე ვბრუნდები პირველი სკოლის ტერიტორიაზე, ისევ იწყებს პოლიცია მოძრაობას და ხალხის დაშლას, გადავდივარ ოპერისკენ, ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს მოვუყევი ბოთლის ამბავი და მშვიდობიანად გავაგრძელეთ პროტესტი.
4 დეკემბრამდე 1-2 დღე იყო, როცა იქ არ ვიყავი...
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ოჯახის წევრის შვილისგან გავიგე, რომ ის იქ იყო, ავედი, დამიჯერა და გამოვიყვანე... ერთსა და იმავე რუტინაში ვიყავი, პირველი სკოლა, ოპერა და დაშლა..
მანამდე არ მახსოვდა, რომელიღაც დღეს კონკრეტულად არ მახსოვს, მოდის უცნობი ადამიანი ჩემთან და ამბობს, რომ არსებობს სუს-ის დასაჭერების სია, სადაც მე ვიყავი და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. ისეთი ხალხი ჩამოთვალა არარეალური იყო, ლამის ეგნატე ნინოშვილი და სიმონ ჩიქოვანი..."
5 დეკემბერს დაკავების დღეს გავიღვიძე ადრე იმიტომ, რომ ფრანც 24-თან მქონდა ინტერვიუ და ინგლისურ ტექსტს ვამზადებდი, ვერ გეტყვით რატომ მიეწყო ასე, რომ ხშირად მიწევდა ინტერვიუების მიცემა, მაგრამ ეს ცდება პარტიულ და პოლიტიკურ ამბებს... პოლიტიკური კულტურა ნულს ქვევითაა, გინდა აქეთ გინდა იქეთ..
ქართულ ტელევიზიებთან ინტერვიუებიც მქონდა სადაც ვამბობ, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი იმის მიუხედავად, პოლიციელები როგორც იქცევიან და რასაც აკეთებდნენ..
კამერა მოვაო ახლაო 40 წუთში და ერთ საათშიო, მივხდი, რომ რადგან კამერა იყო საჭირო აპირებდნენ რაღაცის გადაღებას, სახლიდან გამოყვანის ან პოლიციაში შეყვანის და მივხვდი რაღაცაში იყო საქმე... გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც თითქოს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდა, მეუბნება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში გედება ბრალიო... აქციებზე ხომ დადიხარო, პოლიციელები დაზიანდნენო... კი მაგრამ მე რა შუაში ვარ მეთქი, ამოვა უფროსი და გეტყვისო. ხელის მოწერას მთხოვს სხვადასხვა საბუთზე, რაზეც უარს ვეუბნები, პირველი მკითხა რამე დაზიანება ხომ არ გაქვს მიღებულიო, ვუთხარი და რომ დაიწყო შევსება პოლიციელი არ ჩაწერა იქ საერთოდ და მივხვდი, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა...
ამოდის მთავარი გამომძიებელი, სავარაუდო გიორგი გურეშიძე, თავს ვერ დავდებ, მაგრამ ის იყო ტელევიზორში ვნახე...ჯოხი ისროლე და პოლიციელები დაზიანდნენო, კადრები ვთხოვე, წარმოუდგენელია მეთქი.... ისე წესიერი ადამიანი ჩანხარ და ყველაფერს გავარკვევთო...
კაჭკაჭიშვილი მეუბნება ზედმეტად მშვიდად დაგვხვდი და მართლა რამე ხო არ გაქვს ჩადენილი, რომ უნდა დაგიჭიროთო, მშვიდი ადამიანი ვარ მეთქი, ზოგადად, გაღიზიანდა ამაზე, რატომ დადიოდი აქციებზეო... მეთქი დავილაპარაკოთ, მაგრამ აირიდა ეს დიალოგიც, თუმცა მაინც ზრდილობიანად იქცეოდნენ...
უცებ ეს გურეშიძე დგება და მიდის სახლიდან...
დარწმუნებულები ვართო, რომ რაღაც აირიაო და ორ დღეში სავარაუდოდო, ჯგუფურობა პირობითი რაღაცაა, უმეტეს შემთხვევაში იშლებაო და ორ დღეში 2000 ლარად გახვალო, სახლში არაფერი გაჩხრიკეს, ტელეფონი წაიღეს მარტო, იქ ლეპტოპიც იდო და არ უნახავთ, ვერ ვხვდები, თუ ასეთ დანაშაულში გედება ბრალ, სახლი რატომ არ უნდა გაჩხრიკო.
თავიდან ადვოკატზე უარი მითხრეს, ხუმრობით ვუთხარი კინოში როცა უარს ეუბნებიან, სულ არასწორები არიან და აქ როგორაა მეთქი, დარეკეო ამის შემდეგ და დარეკეს... ერთი საათი ველოდით კამერას, ვუთხარი - დედაჩემი აპირებს მოსვლას და ჯობია მალე წავიდეთ, თორემ მეც და თქვენც ერთად მოგვიწევს აქედან გაქცევა-მეთქი...
წამიყვანეს განყოფილებაში, ზრდილობიანად იქცეოდნენ, გადამიწყვანეს კაპეზეზე და იქ გავიცანი ადვოკატები, რომლებიც თავადაც გაურკვევლობაში იყვნენ და ორ დღეში დაინიშნა პროცესი.
საქართველო რაც დამოუკიდებელია, არასდროს გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ვისაც შეეძლო ბოროტად იყენებდა ამ ინსტიტუტს, ამის პიკი იყო წინა ხელისუფლება, ამ ხელისუფლებამ კარგად დაიწყო ამ ინსტიტუტის გაჯანსაღება, საბოლოო ჯამში გადასარევად გაგრძელდა იგივე, რაც იქამდე ხდებოდა, დღეს სასამართლოს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღება...
.... პირველ სამ აღკვეთზე მოსამართლეებმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომელ მოწმეების ზემოქმედებაზე და დანაშაულის განმეორებაზეა საუბარი? მიმალვა თავიდანვე მოიხსნა, თუმცა სამივე მიზეზი არარელევანტური იქნებოდა... როგორ უნდა მემოქმედა მოწმეებზე, როცა პრკურატურა აკეთებდა ამას...
შეიძლება 40 კაცს, რომლებიც აქ იყვნენ და არ იცნობდნენ ერთმანეთს, თეორიულად წარმოგიდგენით, რომ ერთი და იგივე აზრი მოუვიდეს თავში?
ხელოვნურ ინტელექს ვკითხე, რამდნეიმა პროცენტული მაჩვენებელი რომ 40 ადამიანს, რომ ერთსა და იგივე დროს ერთი და იიგივე აზრი მოუვიდეს თავში? და ეს არის 2 მილიონში ერთი... არც ვეცდებოდი ზემოქმედებას იმიტომ, რომ მართალი ვარ..
სახელმწიფოს და თქვენ გაძლევთ შანს ამ აბსურდიდან გამოიტანოთ სწორი განაჩენი.
ვერ მოვისმინე, ბრალი, რომელსაც კითხულობდნენ, როგორ ხდებოდა პრაქტიკაში... ალბათ ყველა გამოიცნობს რატომ, იმიტომ, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებობს, მე ვიყავი და ვარ ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი და არავინ ჩემი ქმედებებით არ დაზიანებულა..
უდანაშაულო ადამიანების ჩვენება სახელმწიფოს არ სურდა, ტელევიზორში ჩვენება ამიტომ აკრძალა... ჩაუვარდათ პროპაგანდისტული ხაზი. რამდენი პროცესიც ჩატარდა იმდენით ნულ მოვუგეთ პროკურატურას....
.... იყო რამდენიმე შემთხვევა [მოსამართლეს] როცა სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ იყო ბევრი არასწორი გადაწყვეტილება, დაწყებული საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნით დასრულებული კანონის კითხვის უფლების არმიცემით.
... სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ჩვენი განაცხადი - ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ, ეს ჩანაწერი ნერვებს მიშლის, ჭიჭნაძე არ ედავება საქართველოს ედავება ხელისუფლებას იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს...
მინდა მივმართო მათ ვისაც აწუხებს რერეალიზაცია დეპერსონალიზაციის კონდიცია, მინდა მათ ვუთხრა, რომ აქედან გამოსავალი არსებობს, ამ კონდიციის გადალახვაში მე ჩემი მხრიდან ენერგიას არ დავზოგავ და მათ დავეხმარები.
ჩემი ოჯახი წევრებს მადლობა იმისთვის, რომ არსებობენ და იმ ადამიანებს, რომლებსაც შიშის დანერგვა უნდა კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში.
დღეს რა შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენებოდეს, ხვალ შეიძლება ეს ყველაფერი იქცეს რეალობად და ცუდ სიზმარში კი არ გავიღვიძებთ სხვის სიზმარში გავიღვიძებთ, სადაც გამოსავალი იღება, მაგრამ გაჭირდება ამ ყველაფრიდან გამოძრომა, ეს ეხება ყველას ვისაც ევროპული ფასეულობები ადარდებს", - განაცხადა ანდრო ჭიჭნაძემ. (საბოლოო სიტყვი სრულ ვერსიას "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს)
იხილეთ ასევე: