გამოცემა Bloomberg წერს, რომ პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზე რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები სიცოცხლის გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ. ამის შესახებ ცნობილი გახდა დაახლოებით, 1-წუთიანი აუდიო ჩანაწერით, რომელიც მიკროფონებმა შემთხვევით ჩაიწერა.
"ადრე ადამიანები იშვიათად აღწევდნენ 70 წელს. ახლა კი 70 წლის ასაკში ისევ ბავშვი ხარ", - თქვა სი ძინპინმა.
“ბიოტექნოლოგიების დახმარებით ორგანოების შეუზღუდავად შეცვლა იქნება შესაძლებელი… რაც უფრო დიდხანს იცხოვრებენ ადამიანები, მით უფრო ახალგაზრდები გახდებიან და ისინი შეძლებენ უკვდავებასაც კი მიაღწიონ",
ჩინელმა ლიდერმა მიუგო:

პუტინსა და სი ძინპინს გვერდით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მიჰყვებოდა. ჩანაწერში ისმის თარჯიმნის ფრაზა კორეულ ენაზე, სადაც ორგანოთა ტრანსპლანტაციაზეა საუბარი.
კრემლს გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია. ვლადიმირ პუტინი უკვე 72 წლისაა.
ჟურნალისტებს არაერთხელ დაუწერიათ გაახალგაზრდავების მეთოდების მიმართ პუტინის განსაკუთრებულ ინტერესებზე. 72 წლისაა სი ძინპინიც.