შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დიახ, მე ვთქვი, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს“, - განაცხადა პუტინმა.შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის "ლეგიტიმურობის“ შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
"არსაითკენ მიმავალი გზა არის, თუ შეხვედრებს უბრალოდ [უკრაინის] ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელთან გამართავ. ამაზე უარი არასდროს მითქვამს, თუ შეხვედრა კარგად იქნება მომზადებული და გარკვეულ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა პუტინმა.