2 სექტემბერს ჩრდილოეთ თურქეთის პოპულარული ტურისტული ადგილის, ზონგულდაკის სანაპიროსთან დაუჯერებელი ინციდენტი მოხდა.
"Dolce Vento“-ს სახელწოდების მქონე 30 მეტრის სიგრძის მქონე ლუქს კლასის იახტას თავისი პირველი ცურვისთვის ამზადებდნენ, როდესაც წყალში ჩაშვებიდან სულ რამდენიმე წუთში გადაბრუნდა და ჩაიძირა.



სოციალურ ქსელებში გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ამზადებენ ხომალდს პირველი ცურვისთვის, თავიდან ყველაფერი კარგად მიდის, შემდეგ უეცრად გემი სახიფათოდ იხრება გვერდზე და სადღაც 15 წუთში მთლიანად წყალში იძირება.

კადრებში ასევე ჩანს მგზავრი, რომელიც უკვე ნახევრად ჩაძირული იახტაზე ცდილობს აძრომას.
საბედნიეროდ ამ საშინელ შემთხვევას ადამიანების მსხვერპლი ან დაშავება არ მოჰყოლია. გემის მფლობელმა, კაპიტანმა და ეკიპაჟის ორმა წევრმა ნაპირამდე უსაფრთხოდ მიღწევა მოახერხეს.
გემთსაშენის წარმომადგენლების თქმით, ინციდენტის მიზეზის გამოსავლენად გამოძიება ჩატარდება, თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ მთავარი პრობლემა, გემის დაპროექტების დროს სტაბილურობის არასწორ გათვლებს უკავშირდება, რაც ე.წ. მეტაცენტრული სიმაღლის არასწორი გამოთვლით არის გამოწვეული.