ავტორი:

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი უნდა გაიხსნას, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბი უნდა გაიხსნას, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის , კახა კალაძის საარჩევნო შტაბი უნდა გაიხსნას, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

  • შტაბის გახსნა მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. შეკრებილები სკანდირებენ: “მონებო, მონებო!”.

აქციის მონაწილეების მხრიდან კახა კალაძის მისამართით ისმის შეძახილები: “კალაძე მონა!”.

ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მათ კორდონი აქვთ გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს უშუალოდ შტაბთან მისვლის საშუალება არ აქვთ.