ავტორი:

რა ქონებას ფლობენ აქციებზე დაკავებულ პირთა მოსამართლეები ჯვებე ნაჭყებია, თამარ მჭედლიშვილი და ნინო გალუსტაშვილი

რა ქონებას ფლობენ აქციებზე დაკავებულ პირთა მოსამართლეები ჯვებე ნაჭყებია, თამარ მჭედლიშვილი და ნინო გალუსტაშვილი

საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა საქმეებზე სასამართლო პროცესები გრძელდება. დღევანდელ სხდომებზე, კერძოდ, 3 საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლეები ჯვებე ნაჭყებია, თამარ მჭედლიშვილი და ნინო გალუსტაშვილი იღებენ.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები რომლებიც აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს ასამართლებენ.

რა ქონებას ფლობენ ჯვებე ნაჭყებია, ნინო გალუსტაშვილი და თამარ მჭედლიშვილი:

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დეკლარაცია მიმდინარე წლის 20 მარტს შეავსო. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: 44 კვ.მ. ბინა თბილისში, რომელიც 23 500 აშშ დოლარად იყიდა; ხაშურში 435 კვ. ფართობის საცხოვრებელი სახლის 50%-იანი წილი და ასევე მიწა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა.

დეკლარაციის თანახმად, თამარ მჭედლიშვილს დოკუმენტის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 602.5 ლარი, ხოლო საკრედიტოზე 41 496 ლარი.

ამასთან, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, თამარ მჭედლიშვილს გასულ წელს მოსამართლის პოზიციაზე, ხელფასის სახით 95 271 ლარი აქვს მიღებული... წაიკითხეთ ვრცლად