რუსთაველის გამზირზე პროტესტის 280-ე დღე მიმდინარეობს.
მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ხმაურითა და შეძახილებით აპროტესტებდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხმაურის და შეძახილების ფონზე მოუწიათ გასვლა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს , დეპუტატებსა და მინისტრებს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. ისინი სკანდირებენ: “ბოლომდე, ბოლომდე!”.