ლისაბონში, ფუნიკულიორის ტრამვაის ვაგონი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პორტუგალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო რამდენიმე ადამიანი ვაგონშია ჩარჩენილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფუნიკულიორის მარშრუტზე სადენი მოწყდა, რის შედეგადაც, ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ახლომდებარე შენობას შეეჯახა.