Google და მისი სხვა პლატფორმები, მათ შორის Youtube, Gmail და სერვისები საქართველოში შეფერხებით მუშაობს.
სავარაუდოდ პრობლემა გლობალურია, რადგან ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში და საქართველოში.
რა გახდა ხარვეზის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. კომპანია ოფიციალურ განმარტებას ჯერ არ აკეთებს.