პენსილვანიის შტატის პოლიციის ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც შვილებს საშინელ პირობებში ცხოვრებას აიძულებდა - ბავშვები გამოკეტილნი იყვნენ საძინებელში, რომელსაც დაფებით დახურული ფანჯრები ჰქონდა, ოთახის კედლები განავლით იყო დაფარული, არ ჰქონდათ საკმარისი საკვები, ტანსაცმელი და საწოლი.
ბავშვები სახლიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს და ბავშვთა სამსახურს გადასცეს. როგორც მათ პოლიციას განუცხადეს, მამა მთელი დღე მარიხუანას ეწეოდა და შვილებზე არ ზრუნავდა. აღიარეს ისიც, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის მათზე ელექტროშოკსაც იყენებდა.

„როგორც ჩანს, ეს ბავშვები ამ ოთახში ტყვედ იმყოფებოდნენ“, - განუცხადა ფეიეტის ოლქის პროკურორმა მაიკ ობელმა ჟურნალისტებს - „ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ოთახში ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, რომელიც მამის ოთახს უკავშირდებოდა."


საქმეზე ამჟამად ორივე მშობელია დაკავებული. Daily Mail-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ორივე მათგანს გირაოზე უარი უთხრეს.
ბავშვების მამას წარსულში კანონთან არაერთი პრობლემა ჰქონია, მათ შორის შევიწროების ბრალდება, რომლისთვისაც 2006 წელს გაასამართლეს. იმავე წელს ის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს, ხოლო 2012 წელს პირობითი სასჯელის დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს.