ავტორი:

"ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს - წართმეულის ნატურით დავიბრუნებთ, ანუ "უკრაინული მიწით“ - დიმიტრი მედვედევი

"ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს - წართმეულის ნატურით დავიბრუნებთ, ანუ "უკრაინული მიწით“  - დიმიტრი მედვედევი

"რუსეთი ნატურით, ანუ ტერიტორიის სახით, დაიბრუნებს დასავლეთში გაყინულ აქტივებს, რომელიც უკრაინას გადაეცა", - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის გადაცემას.

  • "ჩვენს ქვეყანას ფასეულობის დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი გზა აქვს. წართმეულის ნატურით დაბრუნება. ესე იგი „უკრაინულ მიწით“ და მასზე განთავსებული სხვა უძრავი და მოძრავი ქონებით“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი განმარტებით, არ გულისხმობს დონბასისა და "ნოვორასიის“ მიწებს, რომლებიც ისედაც „რუსეთის საკუთრებაა“.

"ბრიტანელმა ქურდებმა რუსული ფული ნეონაცისტებს გადასცეს. შედეგები? ბრიტანეთმა სამართალდარღვევა ჩაიდინა და რუსეთმა, როგორც იურისტები ამბობენ, მიიღო უფლება, მოითხოვოს ეს მისგან და ამჟამინდელი უკრაინელი ბანდeლებისგან“, - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, ლონდონმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, დახმარების სახით, 1.3 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა.