ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის ჯგუფის(BAS) მეცნიერების განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი "სწრაფად იშლება“.
აისბერგის მდგომარეობას მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან მას შემდეგ, რაც ის 1986 წელს ანტარქტიდაში, ფილჩნერ-რონის შელფს გამოეყო.
აისბერგი დაახლოებით ერთ ტრილიონ ტონას იწონის.

A23a ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო. 2020 წელს ის ოკეანის დინებამ წაიღო, საბოლოოდ კი ტეილორის სვეტში გაიჭედა. გასული წლის დეკემბერში მისი მოძრაობის შესახებ კვლავ გავრცელდა ინფორმაცია. მიმდინარე წლის მარტში ის კონტინენტურ შელფზე ჩაიძირა, მაისში კი ისევ ამოტივტივდა.
აღსანიშნავია, რომ ცნობილია აისბერგები, რომელიც ამგვარი პროცესების მიუხედავად, ჯერაც არ განადგურებულა.