რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაკავებული, ანუკი ჩრდილელი ამბობს, რომ ექსპერტ, თამთა მეგრელიშვილს უჩივლებს. მისივე თქმით, ექსპერტმა თამთა მეგრელიშვილმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
“თითით ანიშნეს ჩემზე, ეს დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი, შესაბამისად არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, ან მოწოდება. ფიზიკურად ვერ იქნებოდა, რადგან დღისით ვიდექი რუსთაველის თეატრთან, არ ვიცი, რა დავაშავე ტროტუარზე დგომით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვილანძღებოდი და ვიგინებოდი, ასეთი არაფერი ყოფილა. ასევე, ვინც მანქანაში შემაგდო სხვა ადამიანია, ხოლო დამკავებლად სრულიად სხვა ადამიანი გამიფორმეს.
არ ვიცი მეგრელიშვილს რატომ ჰგონია , რომ მე „ნაცებს“ ან „ქოცებს“ ვარ მიბმული და ამ ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. აუცილებლად ვუჩივლებ სამართლებრივად. ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება. რამე ფსიქიკური პრობლემები მე არ მქონია და თუ ეს საჯაროა ეს ყველაფერი, ამაზე მე დასკვნას გამოვიტან
არანაირი ფსიქიკური პრობლემა არ მქონია, თუ საჯაროა ეს ყველაფერი, მე გამოვიტან ამის დასკვნას, არ მაქვს პრობლემა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცები არ იყენებდნენ. საერთოდ არავის გამოუყენებია 29 წლის განმავლობაში",- აცხადებს ჩრდილელი.
ანუკი ჩრდილელი “ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის ოთარ ჩრდილელის შვილია. ოთარ ჩრდილელი ქართული ოცნების პროპორციული სიის მე-10 ნომრად კახა კალაძემ 1-ელ სექტემბერს წარადგინა.
მისი დაკავების შემდეგ, თამთა მეგრელიშვილმა და სხვა პირებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია ანუკი ჩრდილელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე წერდნენ.
იხილეთ ასევე: