“დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთს 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
მანამდე, 17:30 საათიდან თბილისის ქუჩებში ქართველი ქომაგების გრანდიოზული მსვლელობა გაიმართა. რამდენიმე ქუჩაზე ხმაურიანი შეძახილების შემდეგ, გულშემატკივართა ტალღა სტადიონამდე მივიდა.

მატჩის დაწყებამდე, 19:45 საათიდან, დინამო არენაზე, ნიკა კვეკვესკირის გაცილების ცერემონია გაიმართა. ის მუშაობას ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შტაბში აგრძელებს.


ხოლო საქართველოს ნაკრების ახალ N1-ს გიორგი მამარდაშვილი მოირგებს. მან ნომერი გიორგი ლორიას სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, მიიღო.
ესენია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
იხილეთ ასევე: