2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დაპირისპირებით დაიწყო და ანგარიშით 2: 3 დამარცხდა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე“ გაიმართა.
ვილი სანიოლმა შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა საქართველოს ნაკრები მოედანზე:

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკა კვეკვესკირი გულშემატკივარს დაემშვიდობა, მან საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა, კვეკვესკირი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა.

პირველ ტაიმში თურქეთი მოედანზე მართავდა პროცესს, აკონტროლებდა ბურთს და თამაშის ტემპს. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა ბურთის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა, რაც ვერ გამოიყენეს. აშკარად ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ჩვენი დაცვა, ხოლო ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის არ ყოფნაში, მოედანზე უსუსური იყო ჩვენი შუა რგოლი, თავდასხმასთან კავშირი კი - გაწყვეტილი, შედეგად მიქაუტაძემ მთელი ტაიმის განმავლობაში სულ რაღაც 7-ჯერ მიიღო ბურთი.

პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს: მე- 3 წუთზე მიულდურმა და 41-ე წუთზე აქტიურკოღლუმ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებში ცვლილებით დაიწყო, წიტაიშვილის ნაცვლად სანიოლმა ნიკა გაგნიძე შეიყვანა მოედანზე.
პირველ წუთებში ქართველები აქტიურობას ცდილობდნენ, თამაშის გამწვავებას ცდილობდა ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა მას აშკარად აკლდა თანაგუნდელების მხარდაჭერა. 52-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა ამჯერად თავი ისევ აქტიურკოღლუმ გამოიჩინა.
63 - ე წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბურთი გატანა მოახერხა ზურიკო დავითაშვილმა, რაც ვარზე შესამოწმებელი გახდა, თუმცა გოლი ჩაითვალა და ანგარიში გახდა 1:3.

71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილთან უკიდურესად უხეში თამაშის გამო, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი ილმაზი მოედნიდან გააძევეს და მეტოქე მოედანზე 10 კაცით დარჩა. აღსანიშნავია, რომ ეს მომენტიც ვარზე შესამოწმებელი გახდა. ზუსტად ამავე დროს მსაჯმა მოედნიდან ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლიც გააძევა. უნდა ითქვას, რომ დავითაშვილთან ერთად, გამორჩეულად კარგად ითამაშა მეორე ტაიმი გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელიც, საბედნიეროდ, მძიმე ტრავმას გადარჩა. ასევე კარგად ჩაერთო თამაშში მოედანზე ლოჩოშვილის ნაცვლად შესული ირაკლი აზაროვი.
83-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა ბურთი ფეხიდან აეჭრა და ასცდა თურქების კარს. ცოტა ხანში მისივე დარტყმული მეკარემ მოიგერია, დამატება კი ჩვენმა ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს.

მან მაინც იბრძოლა და მოახერხა გოლის გატანა დამატებით წუთზე და ანგარიში 2:3 გახდა.

ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა დავითაშვილს მეკარემ აუღო.
სამწუხაროდ, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა მარცხით დაიწო და ძალიან გაირთულა საქმე...

შეგახსენებთ, საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო ნაკრებეი ბოლოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თურქეთის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მეორე შეხვედრას საქართველო 7 სექტემბერს, კვლავ "დინამო არენაზე", ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.