ავტორი:

საქართველო ევრობასკეტის 1/8-ფინალში ითამაშებს - ცნობილია, ვინ იქნება ჩვენი გუნდის მეტოქე

საქართველო ევრობასკეტის 1/8-ფინალში ითამაშებს - ცნობილია, ვინ იქნება ჩვენი გუნდის მეტოქე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გავიდა. ჩვენი გუნდის გასვლა საბერძნეთი-ესპანეთის შედეგზე იყო დამოკიდებული. იმისთვის, რომ მერვედფინალის საგზური მოგვეპოვებინა ბერძნებს ესპანეთისთვის უნდა მოეგოთ და ასეც მოხდა - საბერძნეთმა ესპანეთი 90:86 დაამარცხა

უკვე ცნობილია ვის დავუპირისპირდებით პლეი-ოფში. ჩვენი გუნდის მეტოქე საფრანგეთი იქნება. ევრობასკეტის მერვედფინალის წყვილები ასე გამოიყურება:

  • საქართველო - საფრანგეთი
  • გერმანია - პორტუგალია
  • ლიეტუვა - ლატვია
  • თურქეთი - შვედეთი
  • პოლონეთი - ბოსნია
  • სერბეთი - ფინეთი
  • საბერძნეთი - ისრაელი
  • იტალია - სლოვენია

მატჩები 6 და 7 სექტემბერს გაიმართება.