ავტორი:

სულ სხვანაირი ანჯელინა - მსახიობი პაპარაცებმა ქერა, მოკლე თმით შენიშნეს (ფოტოები)

სულ სხვანაირი ანჯელინა - მსახიობი პაპარაცებმა ქერა, მოკლე თმით შენიშნეს (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ანჯელინა ჯოლიმ თავისი ახალი როლისთვის ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა. ის ახლა ქერაა, და ე.წ. ბობ-კარეს ატარებს.

  • მსახიობი პაპარაცებმა ლონდონში, გადასაღებ მოედანზე შენიშნეს. მას კრემისფერი სამოსი ეცვა და მკვეთრი წითელი ტუჩსაცხი ამშვენებდა.

ენჯისთან ერთად იყო მისი უფროსი ვაჟი, 24 წლის მექდოქსიც.

ჯოლი ფილმში "შფოთიანი ადამიანები“ (Anxious People) ბანკირ ზარას როლს თამაშობს. ფილმი შვედი მწერლის, ფრედრიკ ბაქმანის 2019 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა.

  • როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ ჯოლი ლონდონში სამუშაოდ ჩავიდა, შესაძლოა ის მუდმივად დარჩეს იქ საცხოვრებლად.

წყაროების ცნობით, ჯოლი ლოს-ანჯელესში ცნობილი რეჟისორის, სესილ ბ. დემილის მამულის გაყიდვას გეგმავს, რომელიც მან 2017 წელს 24.5 მილიონ დოლარად შეიძინა.

გამოცემა People-ის წყაროების ინფორმაციით, ექვსი შვილის დედა ქვეყნიდან წასვლას აპირებს, როგორც კი მისი ტყუპები, ნოქსი და ვივიენი, 18 წლის გახდებიან. "ის საზღვარგარეთ რამდენიმე ადგილს აკვირდება. ძალიან ბედნიერი იქნება, როდესაც ლოს-ანჯელესის დატოვებას შეძლებს,“ - თქვა წყარომ.