ავტორი:

"მათი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, მოინდომეს მათი მორალურად დასჯა? იქით უნდა დასაჯონ" - რომან გოცირიძე

"მათი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, მოინდომეს მათი მორალურად დასჯა? იქით უნდა დასაჯონ" - რომან გოცირიძე

"მათი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა", - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ "ლელოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას.

"მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება მათი კომპრომეტირებისთვის რომ მოხდა, ამის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს.

არასწორია ამაში მათი დადანაშაულება.

მათი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა თუნდაც ამ გარემოების გამო.

მოინდომეს მათი მორალურად დასჯა? იქით უნდა დასაჯონ", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქის" გვერდზე.