ავტორი:

"მე აშშ-სთან საქმე არ მაქვს, მე რუსი ვარ" - სტივენ სიგალი

"მე აშშ-სთან საქმე არ მაქვს, მე რუსი ვარ" - სტივენ სიგალი

ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმა განაცხადა, რომ თავს რუსად მიიჩნევს.

  • "მე აშშ-სთან არ საქმე არ მაქვს, მე რუსი ვარ," - ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვებს რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის შესახებ, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარული სესიის შემდეგ.

სტივენ სიგალი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-აშშ-ის ჰუმანიტარულ ურთიერთობებში, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარული სხდომის მონაწილეთა სიაშია.

ცნობები სტივენ სიგალის შესახებ:

სტივენ სიგალი ამერიკელი მსახიობია. ის ცნობილია ფილმებით: "კანონის ზემოთ“, "ალყაში“, "სასიკვდილო საფრთხეში“, "პატრიოტი“, "განადგურება ბრძანებულია“, "მოღალატე“ და სხვა.

2016 წელს მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

2024 წლის 30 მაისს, "საერთაშორისო კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის“, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტივენ სიგალს მეგობრობის ორდენი გადასცა.