ავტორი:

"ალბი დილის 7 ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში, საავადმყოფოდან მიჰყავთ ციხეში" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ალბი კორძაიას შესახებ

"ალბი დილის 7 ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში, საავადმყოფოდან მიჰყავთ ციხეში" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ალბი კორძაიას შესახებ

სამოქალაქო აქტივისტს, ალბი კორძაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. "მომისაჯეს 12 დღე. ამ ჩემი მწვავე მუცლით, სავარაუდოდ, იზოლატორიდან მალე ისევ საავადმყოფოში ამოვყოფ თავს. წავედი ჩავალაგებ,“ - წერს კორძაია.

ალბის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანიც:

"ალბი დილის 7 ზე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ახლა გაიგო რომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და საავადმყოფოდან მიჰყავთ ციხეში. თქვენ ხომ არ გააფრინეთ ყველამ!", - წერს ჟორჟოლიანი.