ავტორი:

ქართული ღვინის ფესტივალი 2025 -  ღვინისა და გასტრონომიის დღესასწაული "რეცეპტორთან" ერთად გელოდებათ

ქართული ღვინის ფესტივალი 2025 -  ღვინისა და გასტრონომიის დღესასწაული "რეცეპტორთან" ერთად გელოდებათ

28 სექტემბერს, თბილისის ისტორიულ ადგილას, სიონის ქუჩაზე (მეიდანი), ქართული ღვინის ფესტივალი 2025 გაიმართება.

ფესტივალი, რომელიც უკვე მე-8 წელია ტარდება, ქართული მეღვინეობის 8000-წლიან ტრადიციასა და თანამედროვე გამოცდილებას აერთიანებს.

წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული სიახლით გამოირჩევა: „რეცეპტორი“, საქართველოს თანამედროვე გასტრონომიის სახე, პირველად ხდება ფესტივალის თანაორგანიზატორი და სტუმრებს ღვინოსთან ერთად, ახალი გემოების აღმოჩენას სთავაზობს.

ღვინის ფესტივალის მიზანია, ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მეღვინეობის თანამედროვე ტენდენციების წარმოჩენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მსხვილი და მცირე მეწარმეები, ისე საოჯახო მარნები, რომლებიც სტუმრებს ღვინის მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ და ქართული მეღვინეობის უახლეს მიღწევებს გააცნობენ.

ქართული ღვინის ფესტივალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და მისი ეს პოზიცია ყოველწლიურად კიდევ უფრო ძლიერდება. იგი აერთიანებს ადგილობრივ მეწარმეებს, ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს, ქმნის უნიკალურ სივრცეს კულტურული გამოცდილების გასაზიარებლად. ქართულ ღვინოსთან ერთად, მუსიკის და ტრადიციული ცეკვების პროგრამა, გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს და დასამახსოვრებელს ქმნის.

2025 წელს „რეცეპტორის“ თანაორგანიზატორობა ფესტივალს დამატებით გასტრონომიულ ხიბლს შესძენს და სტუმრებს დაუვიწყარ ემოციებსა და ახალი გემოების დაგემოვნებას, განსხვავებული გამოცდილების მიღებას ჰპირდება.

ასე რომ, 28 სექტემბერს, სიონის ქუჩაზე ქართული ღვინის ფესტივალი 2025 გელოდებათ - აქ ქართული ღვინისა და გასტრონომიის საუკეთესო გამოცდილება ერთ სივრცეში გაერთიანდება!

R