ავტორი:

ავაზა სახურავზე: შოკში ჩავარდნილი მეზობლები და მტაცებლის ყოლისთვის გასამართლებული ცოლ-ქმარი - ისინი ამტკიცებენ, რომ "ლუიზი" შვილივით უყვარდათ

ავაზა სახურავზე: შოკში ჩავარდნილი მეზობლები და მტაცებლის ყოლისთვის გასამართლებული ცოლ-ქმარი - ისინი ამტკიცებენ, რომ "ლუიზი" შვილივით უყვარდათ

ჩრდილოეთ საფრანგეთში, ლილის ოლქში მცხოვრებ წყვილს პირობითი პატიმრობა მას შემდეგ შეეფარდა, რაც მეზობლებმა, მათი სახლის სახურავზე მოსეირნე, შავი ავაზა დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს.

მტაცებელი, რომელიც სახურავზე გაღებული ფანჯრიდან გადაძვრა, სპეციალური ნარკოზული ისრით დააძინეს და მობეჟის ზოოპარკში გადაიყვანეს.

წყვილის განცხადებით, რამდენიმე თვის “ლუიზი“, რომელიც მათ ტურისტისგან 2500 ევროდ შეიძინეს, სულაც არ იყო აგრესიული და "შვილივით“ უყვარდათ, თუმცა, როგორც ჩანს, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულთა გრძნობები და მამაკაცს, რომელიც ადრე უკვე იყო ნასამართლევი ქურდობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეზე, ველური ცხოველის უკანონო ყოლისთვის 8-თვიანი პირობითი პატიმრობა და 17 000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მას ასევე აეკრძალა ხუთი წლის განმავლობაში ცხოველების ყოლაც.

ქალს ოთხთვიანი პირობითი სასჯელი და ცხოველების ფლობაზე ორწლიანი აკრძალვა მიესაჯა.

ამჟამად სახელშეცვლილი ავაზა “აკილა“, ნიდერლანდებში მდებარე Stichting Leeuw-ის დიდი კატებისთვის განკუთვნილ თავშესაფარში ცხოვრობს და როგორც ერთ-ერთი მომვლელი აცხადებს, თავს შესანიშნავად გრძნობს.

წყარო