გავრცელებული ინფორმაციით, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ქუთაისის მერობის კანდიდატი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იქნება.
“ინფო იმერეთის” ცნობით, ეს ინფორმაცია მათ ქუთაისი საოლქო საარჩევნო კომისიაშიც დაუდასტურეს.
ამის თაობაზე "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა "ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ.
მისი თქმითაც, ზაქარეიშვილი "გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატია, თუმცა მას ქუთაისში "ლელო“ კონკურენტს არ დაუყენებს.
"ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სადაც არის პერსონალური არჩევნები, ვგულისხმობ მერობის და მაჟორიტარობის არჩევნებს, ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებდით. ჩვენი კანდიდატი არ არის ზაქარეიშვილი, თუმცა როგორც მე ვიცი, გახარიას პარტიიდან ის არის მათი კანდიდატურა, თუმცა ჩვენ კანდიდატურა იქ არ დაგვიყენებია“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილია.