ავტორი:

წვიმა, ელჭექი და სეტყვა - ხვალიდან ამინდი გაუარესდება: რამდენ ხანს გასტანს უამინდობა?

წვიმა, ელჭექი და სეტყვა - ხვალიდან ამინდი გაუარესდება: რამდენ ხანს გასტანს უამინდობა?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.

  • მათივე ინფორმაციით, ასევე მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვა.

"სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს - საფრთხის დონე საშუალო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.