სამართალდამცველებმა Ryanair-ის თვითმფრინავში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი მამაკაცები დააკავეს. როგორც ამბობენ, მათ ფრენის დაწყებამდე ბორტზე ხმაური გამოიწვიეს, რის გამოც, ეკიპაჟი იძულებული გახდა, დახმარება გამოეძახა.
"ლიდს-ბრედფორდიდან ალიკანტეში მიმავალი თვითმფრინავის ეკიპაჟმა წინასწარ გამოიძახა პოლიციის დახმარება მას შემდეგ, რაც ორი მგზავრი ბორტზე უკონტროლო გახდა“ - განაცხადა ავიაკომპანიის პრესსპიკერმა.
ალიკანტეს აეროპორტში ჩასვლისთანავე თვითმფრინავს ადგილობრივი პოლიცია დახვდა და მგზავრები დააკავა.


თვითმფრინავი ესპანეთის აეროპორტში საღამოს 7:22 საათზე დაეშვა, ასაფრენ ბილიკზე მას პოლიციელები ელოდებოდნენ.
"Ryanair-ს აქვს მკაცრი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მგზავრების არასათანადო ქცევის მიმართ. ის გააგრძელებს გადამწყვეტი ზომების მიღებას ამის წინააღმდეგ საბრძოლველად... უზრუნველყოფს, რომ ყველა მგზავრი სტრესისგან თავისუფალ გარემოში, ზედმეტი დარღვევების გარეშე მგზავრობდეს."


არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.